Friday, November 7, 2008

ბანოვანი

1. პროექტის სახელი: ბანოვანი
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან
ქართველი მწერალი ქალის დესპინე გელოვანის ბიოგ-
რაფიას და შემოქმედებას.
3. პროექტის სრული აღწერა: “ლაჯანელი ბანოვანის“ მოღვაწეობა. მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას მისი ბიოგრაფიის, შემოქმედე-
ბის შესახებ. მოიძიებენ საინტერესო ეპიზოდებს მისი
ცხოვრებიდან. გამოიკვლევენ მის წვლილს მშობლიური
კუთხის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში.
გაეცნობიან ისტორიულ ნაწარმოებებს და იმ ეპოქას,
რომელშიც მწერალი ცხოვრობდა. მოსწავლეები გაეცნო
ბიან სვანეთ-ლეჩხუმის ადათ-წესებს, ამ კუთხის სოციალურ ყოფას. მოვაწყობთ კლასში დისკუსიას და განვიხილავთ ისტორიულ რომანს “შორეული ლანდები.“ შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტოალბომს, მოაწყობენ
პრეზენტაციას.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-15/ VII-IX
5. ვადები/ ხანგრძლივობა: 2თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მასალას მოიძიებენ ინტერნეტში, გაეცნობიან მწერლის ბიოგრაფიას, წაიკითხავენ მის რომანს “შორეული ლანდები.“
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: დისკუსიის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით შექმნიან ჩანახატებს, ნახატებს, მოაწყობენ გამოფენა-პრეზენტაციას.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან საქართველოს ამ ნაკლებად ცნობილ კუთხეს, მის ტრადიციებს და ადათ-წესებს, პიროვნების როლს ლიტერატურაში.
9.
სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია-ქართული-ხელოვნება: გაეცნობიან მე-16 საუკუნის სამეგრელო-გურია, სვანეთ-ლეჩხუმის ურთიერთობის ისტორიას, ადამიანთა წვლილს ისტორიული მოვლენების განვითარებაში. განიხილავენ რომანს, როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებს. შექმნიან ნახატებს, ჩანახატებს.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაია ჟიჟილაშვილი, მთვარისა ლიპარტელიანი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: maiazhizhilashvili@gmail.com
ml1603525@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: banovani.blogspot.com